მედიცინის მეცნიერებათა აკადემია საქართველოსი, დარგობრივი სამეცნიერო დაწესებულება დაფუძნდა 1994. მისი უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მუშაობას; შექმნას საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები, შეიმუშავოს სამეცნ.-კვლევების პრიორიტეტული მიმართულებები, აღზარდოს სამეცნ. კადრები, დანერგოს სამედ. მეცნიერების მიღწევები, შეიმუშავოს სამედ. სამსახურის განვითარების მოკლე - და გრძელვადიანი პროგრამები და სხვ.; ასევე, აწარმოოს საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოები სამთავრობო და სხვა სახელმწ. სტრუქტურებთან. ამ საქმიანობის წარმართვისათვის მ. მ. ა-მ შეიმუშავა 2018_25 წლების სამუშაო პროგრამა.
მ. მ. ა. არის თვითმმართველი, თვითდაფინანსებადი, არაკომერციული და არასამთვრობო ორგანიზაცია საკუთარი წესდებითა და საარჩევნო დებულებით. აკადემიაში არსებობს თეორიული, თერაპიული და ქირურგიული განყ-ბები. ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს აკად. საბჭო (პრეზიდუმი), რ-ის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და განყ-ბების ხელძღვანელები. აკადემიის დებულებით მისი წევრი შეიძლება გახდეს მედიცინის დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორი, რ-მაც შექმნა საერთაშორისოდ აღიარებული ახ. სამეცნ. მიმართულება მედიცინაში, ხოლო წევრთა რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.
აკადემია დააფუძნა მედიცინის მეცნ. დოქტორის ხარისხის და პროფესორის წოდების მქონე სხვადასხვა სამედ. სპეციალობის 29 ექიმმა. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით მ. მ. ა-ის წევრი გახდა აგრეთვე საქართვ. მეცნ. ეროვნული აკადემიის ყველა აკადემიკოსი.
აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ზ. კახიანი (პირველი ვიცე-პრეზიდენტი - გ. დუმბაძე), შემდეგში - რ. ხეცურიანი (მომდევნო ვიცე-პრეზიდენტები - ვ. ბახუტაშვილი და გ. ტატიშვილი).
ამჟამად, აკად. პრეზიდენტია ზ. ხელაძე, ვიცე-პრეზიდენტი - ნ. გოგებაშვილი. მ. მ. ა. 2013 იტალიის დედაქალაქ რომში მიიღეს მსოფლიოს აკადემიათა თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად, ხოლო 2016 - სამხრ. აფრიკის ქ. ჰერმენიუსის ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად.
აკადემიის ეგიდით ინგლისურ ენაზე გამოდის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშ. აღიარების მქონე ჟურნ. „Critical Care & Catastrophe Medicine“, ქართულ ენაზე კი - რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნ. "საქართველოს ქირურგიის მაცნე”. აკადემია ყოველწლიურად აწყობს თბილ. საერთაშ. სიმპოზიუმს: „News Steps in Critical Care & amp; Catastrophe Medicine", საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს და სხვა სამეცნ. ღონისძიებებს.
ზ. ხელაძე